AdjaraTV http://site.ajaratv.ge/rss Georgian <![CDATA[19 ივლისს თბილისში დაგეგმილ აქციას ბათუმიც შეუერთდება]]> ajaratv.ge/article/153577 https://mail.adjaratv.ge/rss რამდენიმე წუთის წინ განცხადება გააკეთეს აჭარის მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე.

პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები 19 ივლისს, თბილისში დაგეგმილ აქციას უერთდებიან და  სოლიდარობის ნიშნად ბათუმშიც შეიკრიბებიან. 

"ჩვენ გვინდა მხარდაჭერა, თანადგომა გამოვუცხადოთ 19 ივლისს თბილისში დაგეგმილ აქციას, მის ორგანიზატორებს. ყველა თაბამებრძოლს", - განაცხადა ციალა ქათამიძემ. 

აქციას უერთდება და მხარდაჭერას უცხადებს ასევე " ერთიანი ნაციონალური მოძრაბა" და “კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა". დღეს აქციაზე განცხადება მათმა წარმომადგენლებმაც გააკეთეს. 

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ბოიკოტი გაგრძელდება. მათი მთავარი  მიზანი და მოთხოვნა კი ისევ უცვლელი რჩება - აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლება. 
 

]]>
Fri, 11 Jul 2025 21:22:40 +0400
<![CDATA[ვითარება ახლო აღმოსავლეთში]]> ajaratv.ge/article/153575 https://mail.adjaratv.ge/rss ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების ცენტრთან ისრაელის სამხედროების მხრიდან ცეცხლის გახსნას, სულ მცირე, ათი ადამიანი ემსხვერპლა. ათობით კი დაშავდა.  

ისრაელის არმიის საჰაერო ძალებმა ღაზის სექტორის ჩრდილოეთით სკოლის შენობა დაბომბეს, რომელსაც იძულებით გადაადგილებული ადამიანები აფარებდნენ თავს.  

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი მზადაა, ღაზაში ომი დაასრულოს, თუ „ჰამასი“ ისრაელის პირობებს დათანხმდება.

]]>
Fri, 11 Jul 2025 20:00:57 +0400
<![CDATA[მანდატურის სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს]]> ajaratv.ge/article/153574 https://mail.adjaratv.ge/rss საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილედ ეკატერინე დგებუაძე დაინიშნა.

დგებუაძე, თანამშრომლებს მანდატურის სამსახურის უფროსმა წარუდგინა. უწყების ინფორმაციით, ეკატერინე დგებუაძეს განათლება მიღებული აქვს როგორც საქართველოში, ასევე ოსლოს სახელმწიფო უნივერსიტეტში - ის სპეციალური განათლების ფილოსოფიის მაგისტრია.

ასევე, სხვადასხვა ეტაპზე ეკავა მაღალი თანამდებობები განათლების სისტემაში.

ეკატერინე დგებუაძეს სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილება აქვს.

]]>
Fri, 11 Jul 2025 19:59:53 +0400
<![CDATA[შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი]]> ajaratv.ge/article/153576 https://mail.adjaratv.ge/rss ბათუმში ჯაზ მატარებელს ჯაზის მოყვარულები უკვე ჩამოყვნენ. დღეიდან სამი დღის განმავლობაში ზღვისპირა ქალაქი შავი ზღვის ფესტივალს უმასპინძლებს.  

მელომანების წინაშე გრემის ჯილდოს მფლობელი მომღერალი, პროდიუსერი, მსახიობი - ლედისი წარსდგება.

]]>
Fri, 11 Jul 2025 19:58:23 +0400
<![CDATA[ეკონომიკის მინისტრის ვიზიტი ბაქოში]]> ajaratv.ge/article/153573 https://mail.adjaratv.ge/rss საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალი მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი ბაქოში - მარიამ ქვრივიშვილმა დღეს რამდენიმე შეხვედრა გამართა.

ქვრივიშვილი აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრს შეხვდა. მხარეებმა ორი ქვეყნის ენერგეტიკული პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს.

უწყების ინფორმაციით, აზერბაიჯანელ კოლეგასთან საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე, ასევე, ორი ქვეყნის მინისტრებმა ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების განხორციელების ხელშეწყობის პოლიტიკაზეც ისაუბრეს.

მარიამ ქვრივიშვილი ასევე შეხვდა აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრ მიქაელ ჯაბაროვს. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები, აგრეთვე თანამშრომლობის პერსპექტივები რეგიონული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურულ პროექტებში.

უწყების ინფორმაციით, ხაზი გაესვა იმ პოზიტიურ დინამიკას, რომელიც ორ ქვეყანას შორის ორმხრივ ვაჭრობაში არსებობს.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რეგიონული პროექტების განხორციელების ხელშეწყობაზე. მხარეებმა ასევე განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავება ტურიზმის სექტორში.  

]]>
Fri, 11 Jul 2025 19:57:47 +0400
<![CDATA[სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება 20 ივნისის საქმეზე]]> ajaratv.ge/article/153572 https://mail.adjaratv.ge/rss კიდევ ერთი გახმაურებული საქმე, რომელზეც პროკურატურამ საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო. 

დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო რუსთაველის გამზირი, საგამოძიებო პროცესში კი სამართალდამცველების გარდა 20-21 ივნისის საქმის ფიგურანტი დაზარალებული პირებიც მონაწილეობდნენ.   

პროკურატურის ეს ნაბიჯი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას ეფუძნება.

რა ტიპის დარღვევა დაადგინა ევროპულმა სასამართლომ , ე.წ-ლი ,,გავრილოვის ღამის“ აქციის დაშლაში და როგორია პოლიტიკოსების რეაქციები? 

]]>
Fri, 11 Jul 2025 19:57:03 +0400
<![CDATA[თბილისში ამაღლების ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს]]> ajaratv.ge/article/153571 https://mail.adjaratv.ge/rss თბილისში, ამაღლების ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, თბილისში, ამაღლების ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის შესახებ. სამართალდამცველებმა ამაღლების ქუჩაზე, მოპედის მძღოლი გადამოწმების მიზნით შეაჩერეს, რა დროსაც იქვე გამვლელი მსუბუქი ავტომობილის მძღოლი 1993 წელს დაბადებული გ.კ. მიუახლოვდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის წევრებს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

სამართალდამცველებმა აღნიშნულ ფაქტზე მოახდინეს რეაგირება და ავტომობილის მძღოლს კანონის შესაბამისად, გონივრული ეჭვის საფუძველზე, ალკოტესტზე/ნარკოტესტზე შემოწმების გავლა მოსთხოვეს, რაზეც აღნიშნულმა პირმა განაცხადა უარი და პოლიციის მიმართ კიდევ უფრო აგრესიული გახდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გ.კ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის შესაბამისად ადგილზე დააკავეს, რაც სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ასევე, მსუბუქი ავტომობილის მძღოლის გ.კ.-ს დაკავებისას, ამავე ავტომობილის მგზავრმა, სამართალდამცველს სახის არეში ფიზიკური დაზიანება მიაყენა. ინციდენტის შემსწრე ერთ-ერთი გამვლელი პირი კი, სამართალდამცველებისთვის შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების გატარების პროცესში ხელის შეშლას შეეცადა, რა დროსაც გახდა შეუძლოდ.

სოციალური ქსელის მეშვეობით ვრცელდება ინციდენტის ბოლო ეპიზოდის ამსახველი მასალა, რაც არ ასახავს ინციდენტის სრულ სურათს, აქედან გამომდინარე მოვუწოდებთ დაინტერესებულ პირებს თავი შეიკავონ სამართალდამცველების მიზანმიმართული დისკრედიტაციისგან. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აღნიშნულ ინციდენტში მონაწილე ყველა პირის მიმართ გატარდება კანონით განსაზღვრული ღონისძიებები“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

]]>
Fri, 11 Jul 2025 19:01:52 +0400
<![CDATA[კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება ნობელების მუზეუმში]]> ajaratv.ge/article/153567 https://mail.adjaratv.ge/rss „ჩაი - აღმოსავლური კულტურა ზღვისპირა საქართველოში“ - ამ სახელწოდებით კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა ბათუმის ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიურ მუზეუმში.

წარმოდგენილი იყო ექსპოზიცია ჩაის თემაზე და ასევე ჩაის კულტურის ისტორია საქართველოში, მისი შემოტანიდან დღემდე.

მუზეუმის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ასევე, დაეთვალიერებინათ ჩაის ჭურჭელი, სამოვარები და დაეგემოვნებინათ ჩაი, რაც მათ წარსულში ამოგზაურებდა და აღმოსავლური კულტურას აზიარებდა. 

ღონისძიება, მუზეუმის მუდმივმოქმედი ექსპოზიციის ნაწილია და იგი რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.  

]]>
Fri, 11 Jul 2025 17:58:24 +0400
<![CDATA[რძის გადამამუშავებელი არარეგისტრირებული საწარმო ქობულეთში]]> ajaratv.ge/article/153562 https://mail.adjaratv.ge/rss ქობულეთში სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა რძის გადამამუშავებელი არარეგისტრირებულ საწარმოს მიაკვლიეს.

ამოღებული და დალუქულია 250 კგ ყველი და 192 ქილა მაწონი.  მეწარმე დაჯარიმებულია და   შეჩერებულია საწარმოო პროცესი.

მეწარმე რძის გადამუშავებასა და სურსათს მათ შორის ყველს, შებოლილ სულგუნსა და მაწონს სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და უვნებლობის სტანდარტების დარღვევით ამზადებდა.

]]>
Fri, 11 Jul 2025 17:57:50 +0400
<![CDATA[ივლისში გამოვლენილი ფინანსური დანაშაულებები]]> ajaratv.ge/article/153566 https://mail.adjaratv.ge/rss საგამოძიებო სამსახურმა მხოლოდ ერთ თვეში , ივლისში რამდენიმე სახის დანაშაულებრივი ქმედება გამოავლინა. 

სხვადასხვა დროს დაკავებულია ორი პირი, რომლებსაც დაგეგმილი ჰქონდათ უაქციზო სიგარეტების რეალიზაცია. 

9 ივლისს კი რუსეთის მოქალაქე დააკავეს, რომელმაც საქართველოში ერთ-ერთ საბაჟოს გავლით 15 209 ლარის საბაჟო ღირებულების საიუველირო ნაკეთობები გადმოიტანა. 

ამის გარდა უწყებამ უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე ამხილა ორი პირი, რომლებიც ნებართვის გარეშე, ვალუტის გაცვლით ოპერაციებს აწარმოებდნენ.  

]]>
Fri, 11 Jul 2025 17:57:49 +0400
<![CDATA[ევროპარლამენტის რეზოლუცია - პოლიტიკური შეფასებები]]> ajaratv.ge/article/153565 https://mail.adjaratv.ge/rss ევროპარლამენტში მიღებული რეზოლუცია, რომელიც საქართველოს შესახებ კრიტიკულ გზავნილებს შეიცავს, კვლავ განხილვის თემაა პოლიტიკურ სპექტრში.

„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ დოკუმენტში ტყუილებია ასახული. საპირისპიროს ამბობენ ოპოზიციაში.

აქ მიაჩნიათ, რომ ევროპარლამენტში მიღებულ რეზოლუციას სანქციები მოჰყვება. მათთვის, ვინც არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს, განსაკუთრებული შეფასებების თემაა ჩანაწერი, რომელიც თვითმმართველობის არჩევნების საკითხს ეხება.

გახარიას გუნდში აღნიშნავენ, რომ მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც მის ფარგლებს გარეთ მოწოდებები ვერ იმოქმედებს.

ევროპარლამენტის რეზოლუციაში საუბარია მოახლოებულ არჩევნებზე, გაუარესებულ სამართლებრივ გარემოზე, დაპატიმრებული ოპოზიციის ლიდერების გათავისუფლებასა და ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის დასანქცირებაზე.

რეზოლუციაში ასევე აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების და სალომე ზურაბიშვილისთვის ლეგიტიმაციის გაგრძელების აუცილებლობა.

]]>
Fri, 11 Jul 2025 17:56:05 +0400
<![CDATA[ეკონომიკის მინისტრის ვიზიტი ბაქოში]]> ajaratv.ge/article/153564 https://mail.adjaratv.ge/rss ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, რომელიც აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრ მიქაელ ჯაბაროვთან შეხვედრა გამართა. 

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები, აგრეთვე თანამშრომლობის პერსპექტივები რეგიონული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურულ პროექტებში.

უწყების ინფორმაციით, ხაზი გაესვა იმ პოზიტიურ დინამიკას, რომელიც ორ ქვეყანას შორის ორმხრივ ვაჭრობაში არსებობს.

აღინიშნა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია - 2025 წლის იანვარი - მაისის მონაცემებით, აზერბაიჯანში საქართველოს ექსპორტი 12 პროცენტით გაიზარდა.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რეგიონული პროექტების განხორციელების ხელშეწყობაზე. მხარეებმა ასევე განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავება ტურიზმის სექტორში.   

]]>
Fri, 11 Jul 2025 17:55:54 +0400