აზერბაიჯანისა და საქართველოს მიერ განხორციელებული უზარმაზარი პროექტები გლობალური მნიშვნელობისაა - ჯეიჰუნ ბაირამოვი

22 ივლისი 2025, 14:20 132 ნახვა

დღეს გვქონდა შესაძლებლობა, გვესაუბრა ეკონომიკის მიმართულებით 2024-2025 წლის პირველ შედეგებზე, ასევე 2025 წლის პირველი ხუთი თვის მაჩვენებლებზე, რომელმაც უკვე 330 მილიონს გადააჭარბა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 20%-მდე მეტია, – ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა ქართველ კოლეგასთან, მაკა ბოჭორიშვილმა ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული დინამიკა წლის ბოლომდე გაგრძელდება.

„დღეს გვქონდა შესაძლებლობა, სხვადასხვა მიმართულებაზე გვემსჯელა, როგორც ეკონომიურ სფეროზე, ასევე ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მიმდინარე მთავრობათაშორისი ეკონომიური კომისიის მუშაობის მნიშვნელობაზე. ვისაუბრეთ ეკონომიკის მიმართულებით 2024-2025 წლის პირველ შედეგებზე, ასევე 2025 წლის პირველი ხუთი თვის მაჩვენებლებზე, რომელმაც უკვე 330 მილიონს გადააჭარბა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 20%-მდე მეტია. დარწმუნებული ვართ, ეს დინამიკა წლის ბოლომდე გაგრძელდება. ზოგადად აზერბაიჯანის რესპუბლიკა, როგორც სახელმწიფო დონეზე, ასევე კომპანიების სახითაც, საქართველოს ეკონომიკაში ძალიან აქტიურია. აზერბაიჯანი საქართველოში ძირითადი ინვესტორია და წლების განმავლობაში აზერბაიჯანის მიერ საქართველოს ეკონომიკაში 3, 6 მილიარდი დოლარის ინვესტიციაა ჩადებული. ქალბატონმა მინისტრმაც აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყნების მონაწილეობით განხორციელებული უზარმაზარი პროექტები ძალიან დიდ წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნების კეთილდღეობაში, ამავდროულად ამ პროექტების ეფექტიანობა და სარგებელი უფრო დიდ გეოგრაფიას ეხება და გლობალური მნიშვნელობის პროექტებია. რამდენიმე პროექტზე ვისაუბრებდი: ბაქო – თბილისი – ჯეიჰანის პროექტი, ასევე სამხრეთის გაზის დერეფანი, ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი და სხვა. ეს პროექტები ჩვენი წარმატებული თანამშრომლობის შედეგია, რომელიც წლებია, გრძელდება და ათწლეულების განმავლობაში გაგრძელდება“, – განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისივე თქმით, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ამ პროექტებით და ამ მიმართულებით არ უნდა შემოიფარგლოს.

„აზერბაიჯანისა და საქართველოს მონაწილეობით ამჟამად არაერთი პროექტი მიმდინარეობს. ალტერნატიული ენერგეტიკის მიმართულების პროექტში მნიშვნელოვანია მწვანე რესურსების აზერბაიჯანიდან საქართველოს ტერიტორიის გავლით, ასევე შავი ზღვის გავლით, ევროპის ბაზარში მიწოდება. ამ პროექტის ფარგლებში საქართველო და აზერბაიჯანი არაერთ ევროპულ ქვეყანასთან, ასევე თურქეთთან თანამშრომლობენ და პროექტი წარმატებით მიმდინარეობს. გასული წლის ნოემბერში COP29-ის ფარგლებში არაერთმა მეგობარმა, ასევე ცენტრალური აზიის ქვეყნებმა – უზბეკეთმა და ყაზახეთმა თავიანთი ალტერნატიული ენერგიის პოტენციალის გამოყენებით პროექტში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს, შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა დაწყებულია. ვფიქრობთ, ეს ძალიან დადებითი შედეგის მომტანი იქნება“, – განაცხადა ჯეიჰუნ ბაირამოვმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი