დილის რადიო

15 აპრილი 2025, 10:55 206 ნახვა

დილის რადიო

15 აპრილი, სამშაბათი 

გადაცემის სრული ჩანაწერი

საქართველოში 15 აპრილს სიყვარულის დღეს აღნიშნავენ. ამ დღის დაწესების იდეა 1994 წელს დაიბადა და მისი ავტორი ერთი ჩვეულებრივი შეყვარებული 18 წლის ქართველი ბიჭი იყო . და აი, , 15 აპრილი საქართველოში წელს უკვე ოცდამეთერთმეტედ აღინიშნება კიდევ არის სიყვარულის თარიღები. მართლმადიდებლური ეკლესია სულიერი სიყვარულის დღეს 16 ივლისს , გერგეტობის დღესასწაულზე აღნიშნავს. გერგეტის წმინდა სამების სახელობის ტაძარი ამ დღეს მთელი საქართველოდან უხმობს მრევლს. უდავოა, რაც მეტი დღე და მიზეზი იქნება სიყვარულის გამოსახატავად, მით მეტი ბედნიერი სახე და პოზიტიური განწყობა იქნება ჩვენს ირგვლივ. 

გადაცემის ანონსი

ამინდის უტყუარ პროგნოზს, ტრადიციულად, კობა ფარტენაძისგან გავიგებთ

სპორტის სიახლეებით სეო წილოსანი შემოგვიერთდება

#თბილისის ოლიმპიურ სასახლეში უნიორ ძიუდოისტებს შორის ევროპის თასი გაიმართა

ვერცხლის მედალი და ვიცე-ჩემპიონის ტიტული ბათუმის სპორტის სასახლის სპორტსმენმა საბა ბოლქვაძემ მოიპოვა

#დილის რადიოს სტუმარი

ვახტანგ ზოიძე - აჭარის ძუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი

15 აპრილით არაერთი საინტერესო ფაქტი და მოვლენა თარიღდება . #1998 წლიდან მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში კულტურის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ , # დღეს ეკოლოგიური ცოდნის დღეა #დღეს მსოფლიო ხელოვნებისა და ლეონარდო და ვინჩის დაბადების დღე აღინიშნება ,

რუბრიკაში მუზეუმი მოგოყვებით ლეონარდო და ვინჩის ცნობილი ფრესკის შესახებ სახელწოდებით ‘საიდუმლო სერობა“ 

15 აპრილით დათარიღებულ სხვა მნიშვნელოვან და საინტერესო ფაქტებზეც ვისაუბრებთ

#დღეს სამშაბათია და ტრადიციულად „დილის რადიოს“ ეთერში მოისმენთ სალომე ბეჟანიძის რუბრიკას „მარსელ პრუსტის კითხვარი“ . #რუბრიკის სტუმარია მარიამ ბერაია - ფოტოგრაფი

 რად მიყვარხარ?- რადიო აჭარის ოქროს ფონდიდან საქართველოს სახალხო არტისტის ვასო გოძიაშვილის ხმის ჩანაწერს მოვისმენთ, რომელიც ბათუმშია გაკეთებული

#ამბავი იმისა, თუ როგორ აღმოჩნდა ჯანსუღ კახიძის შესრულება ცნობილი ჯაზ მუსიკოსის ალბომში - ამ თემას ეთმობა გიორგი ლორიას რუბრიკა „არტფაილი“

#თანამედროვე სამყაროში სულ უფრო მოთხოვნადი ხდება ცოდნის ახალი ფორმების ძიება და ახალი უნარების შეძენა. მათთვის , ვისაც არაფორმალური განათლების მიღების მაღალი მოტივაცია აქვთ , მაგრამ დაფინანსების მწირი შესაძლებლობები , უფასო განათლების გზაც არსებობს . ქედის სათემო განათლების ცენტრი არაერთ საინტერესო პროგრამას ახორცილელებს , რომელიც განათლების თანაბარ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. დღევანდელ გადაცემაში ამ პროგრამებზე ვისაუბრებთ

#დილის რადიოს სტუმარი: ქედის სათემო განათლების ცენტრის დირექტორი დავით ანანიძე

სპორტის სიახლეებით სეო წილოსანი 

ამინდის პროგნოზამდე დილის რადიოს ეთერში კვლავ სიყვარულზე შექმნილ სტროფებს მოვისმენთ რადიო აჭარის ოქროს ფონდიდან შემოგთავაზებთ ლექსს „სიყვარულის რამაშა“ , კითხულობს ავტორი, ნესტორ მალაზონია 

ამინდის პროგნოზით, გადაცემის მიწურულს კობა ფარტენაძე შემოგვიერთდება