დილის რადიო
18 ივნისი ოთხშაბათი
გადაცემის სრული ჩანაწერი
მისალმება გადაცემის ანონსი
ამინდის უტყუარ პროგნოზს ტრადიციულდა კობა ფრტენაძისგან გავიგებთ
# დღეს მდგრადი გასტრონომიის საერთაშორისო დღეა. მდგრადი გასტრონომია გულისხმობს საკვების წარმოებასა და მოხმარებას ისე, რომ დაცული იყოს ეკოსისტემა, საწარმოო პირობები და შენარჩუნებული ბიომრავალფეროვნება # 18 ივნისს სუშის მოყვარულები სუშის საერთაშორისო დღეს. აღნიშნავენ .# დღეს მთელ მსოფლიოში პანიკის საერთაშორისო დღე -ერთი შეხედვით ძალიან უჩვეულო დღესასწაული აღინიშნება . ამ თარიღს ოფიციალური სტატუსი არა, მაგრამ ერთგვარი ფსიქოლოგიური ტრენინგის დატვირთვა აქვს # დღეს 74 წლის გახდებოდა ფეხბურთის ქართველი ლეგენდა დავით ყიფიანი #დღეს ,პოპულარული კულტურის ისტორიაში, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ჯგუფის, „ბითლზის“ ყოფილი წევრის, პოლ მაკ კარტნის დაბადების დღეა # 18 ივნისით დათარიღებულ სხვა ფაქტებსა და მოვლენებზეც ვისაუბრებთ
სპორტის სიახლეებით სეო წილოსანი შემოგვიერთდება
რუბრიკა კინომუსიკა დღეს დაეთმობა ფილმს "The Blues Brothers". დღეს 45 წელი გავიდა ფილმის პრემიერიდან , რომელიც ნიუ-იორკში შედგა.
#ზაფხულის თავისუფლება — ეს არის ბავშვობის ერთ-ერთი ყველაზე ღირებული ფსიქოლოგიური ინვესტიცია. რატომ სჭირდება ბავშვს ზაფხულში „არაფრის კეთება“ და როგორ ვენდოთ ამ პროცესს? ამ თემას ეთმობა დღეს თამთა სულაბერიძის რუბრიკა“ პროფესია მშობელი“ #რუბრიკის სტუმარია კლინიკური ფსიქოლოგი ქეთევან დობორჯგინიძე
#ქობულეთის სასკოლო თეატრალური ფესტივალი "თოლია".
#დილის რადიოს სტუმრები : ქობულეთის მერიის კულტურის სამსახურის უფროსი ნათია ნიჟარაძე და რეჟისორი ლუკა ინწკირველი
#რუბრიკა რადიო „აჭარის“ ოქროს ფონდი დღეს პოეტ ნესტორ მალაზონიას ეთმობა . „სიყვარულის რამაშა" -ასე ეწოდება ლექსს, რომელიც 1971 წელსაა ჩაწერილი რადიო აჭარის სტუდიაში. დღეს სწორედ ამ ჩანაწერს მოვისმენთ
სპორტის სიახლეები
ამინდის პროგნოზი