„დელფინარიუმი ციხეა“ - ხმაურიანი აქცია დელფინარიუმთან

05 თებერვალი 2023, 20:06 959 ნახვა

''დელფინარიუმი არის ციხე უდანაშაულოთათვის’’, ‘’თავისუფლება ცხოველებს’’ - ამ ლოზუნგებით, დღეს ცხოველთა დამცველებმა დელფინარიუმთან აქცია გამართეს, რასაც აქტივისტებისა და დელფინარიუმის დაცვის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.  

აქტივისტების თქმით, დელფინები ტყვეობაში იმყოფებიან, მაშინ როცა მათ დღეში 100 კილომეტრი უნდა გაცურონ, რაც წვრთნის აუტანელი პირობების გათვალისწინებით მათ ნაადრევ სიკვდილს იწვევს.

ფაქტთან დაკავშირებით დელფინარიუმში კომენტარი არ გაუკეთებიათ.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი