დღეს 2025 წლის საბავშვო ევროვიზიის ფინალური შოუ გაიმართება

13 დეკემბერი 2025, 10:44 103 ნახვა

საქართველო 2025 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს მასპინძლობს. ფინალური შოუ დღეს, 13 დეკემბერს, 20:00 საათზე გაიმართება.

პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.

ევროპის ყველაზე პრესტიჟული საბავშვო კონკურსის ფინალში მონაწილეობას მიიღებენ ევროპის 18 ქვეყნის წარმომადგენლები. საქართველოს „რანინას“ გამარჯვებული, ანიტა აბგარიანი წარმოადგენს.

საქართველოს წარმომადგენლისთვის ონლაინ ხმის მიცემა შესაძლებელია საქართველოდან და მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან.

ხმის მიცემა შეგიძლიათ jesc.tv-ზე. ამისთვის საჭიროა, უყუროთ მოკლე ვიდეოკოლაჟს, აირჩიოთ საქართველო და კიდევ ორი ნებისმიერი ქვეყანა, ბოლოს კი დააჭიროთ ხმის მიცემის ღილაკს. ამის შემდეგ მარტივ მათემატიკურ მოქმედებას შეასრულებთ (მაგ. 1+2; 4-3) და დააჭერთ დადასტურების ღილაკს.

ხმის მიცემა დროებით დასრულდება დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზე, როდესაც კონკურსის პირდაპირი ტრანსლაცია დაიწყება. თვრამეტივე მონაწილის გამოსვლის შემდეგ ხმის მიცემა 15 წუთით ისევ განახლდება, რა დროსაც თქვენ ისევ შეძლებთ მეორედ ხმის მიცემას.

საქართველომ საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსი ოთხჯერ მოიგო. საქართველო კონკურსს მეორედ მასპინძლობს, ამჯერად 2024 წლის საბავშვო ევროვიზიაზე ანდრია ფუტკარაძის გამარჯვების შემდეგ.



 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი