დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა ღამის საათებში გაიზარდა 

26 აგვისტო 2023, 14:19 702 ნახვა

12 ივნისიდან დღემდე, 3D განათებით აღჭურვილ მარტვილის კანიონსა და ოკაცეს ჩანჩქერს, ღამის საათებში, 30 000-მდე ვიზიტორი ეწვია.

აღნიშნული სისტემები, საქართველოში პირველად, სწორედ მარტვილის კანიონსა და ოკაცეს ჩანჩქერზე დამონტაჟდა, რამაც ვიზიტორებს საშუალება მისცა, ღამის საათებშიც დაცულ ტერიტორიებზე იმოგზაურონ.

მარტვილის კანიონსა და ოკაცეს ჩანჩქერზე ვიზიტი ყოველ დღე, 10:00-დან ღამის 12  საათამდეა შესაძლებელი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი