ხულოს  მერიამ ახალი ნაგავმზიდი შეიძინა

04 ივნისი 2024, 11:40 486 ნახვა

ხულოს  მერიამ ახალი ნაგავმზიდი შეიძინა. უწყების ინფორმაციით,  სპეც-ტექნიკა მორგებულია მუნიციპალიტეტის რელიეფზე. „ივეკოს“ ფირმის მანქანაში მუნიციპალიტეტის მერიამ 430 ათას 630 ლარი გადაიხადა.

ჯამში, მუნიციპალიტეტს 3 ერთეული ნაგავმზიდი მოემსახურება. წელსვე თვითმმართველობამ დამატებით შეიძინა ნაგვის ურნები,  რომლებიც სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში გადანაწილდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე