მეორე დღეა, ზღვაში კვარიათის სანაპიროსთან ორ ახალგაზრდას ეძებენ

28 ივნისი 2024, 09:58 1517 ნახვა

მეორე დღეა, ზღვაში კვარიათის სანაპიროსთან ორ ახალგაზრდას ეძებენ. არსებული ინფორმაციით, ზღვაში სამი ადამიანი შევიდა, სამაშველო ბრიგადამ კი ერთის გამოყვანა შეძლო. 

შემთხვევის ადგილას მაშველები და სამართალდამცველები იმყოფებიან.

ახლობლების ინფორმაციით მათ იცოდნენ ცურვა, თუმცა გუშინ ზღვაზე ძლიერი ღელვა იყო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი