36 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან. თბილისში, მემორიალთან დილიდან შეკრებილები არიან საპროტესტო აქციებზე დაკავებულების მშობლები, ოჯახის წევრები და რიგითი მოქალაქეები.
აქციის მონაწილეებმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორსა და მასთან ერთად მყოფ პირებს, ასევე საჯარო მოხელეებს 9 აპრილის მემორიალთან მისვლის საშუალება არ მისცეს.
რუსთაველის გამზირზე ამ დრომდე რჩებიან მოქალაქეები. ძლიერი წვიმის მიუხედავად დაშლას არ აპირებენ, ისინი მემორიალთან უკვე 24 საათია რჩებიან.