მაკა ბოჭორიშვილმა ქუვეითის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა გამართა

11 აპრილი 2025, 15:08 179 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში, ქუვეითის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, აბდულა ალი ალ-იაჰიასთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ქუვეითის სახელმწიფოს შორის თანამშრომლობის ფართო სპექტრზე და მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის საკითხებზე.

საუბარი შეეხო ორი ქვეყნის ურთიერთობებს ვაჭრობის, ინვესტიციების და ტურიზმის მიმართულებით და ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის დაფუძნების ინიციატივას. ხაზი გაესვა ნაყოფიერ თანამშრომლობას ქუვეითის საინვესტიციო ფონდებთან და აგრეთვე, აღინიშნა ქვეყნებს შორის სავაჭრო კავშირების გაძლიერების მზარდი პოტენციალი.

მხარეებმა ასევე მიმოიხილეს ურთიერთობები განათლების და კულტურის სფეროში. დადებითად შეფასდა ხალხთა შორის კავშირების გააქტიურება და ქუვეითიდან საქართველოში შემოსული ვიზიტორების მზარდი დინამიკა, რასაც ხელს უწყობს რეგულარული პირდაპირი ფრენები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი