"ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შემსწავლელ საგამოძიებო კომისიაზე პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია დაიბარეს. განხილვა დღეს 12 საათზეა ჩანიშნული, თუმცა ცნობილია, რომ ზუსტად ამ დროს პარტია „ საქართველოსთვის“ ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი ჩაინიშნა.
პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გახარია დაბარებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობებზე მის მიერ გაწეული საქმიანობისა და მიღებული გადაწყვეტილებების, მათ შორის, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან, დაკავშირებით.