საპროტესტო აქცია გაიმართა ბათუმში თამარის დასახლებაში. მე-17 სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე გამავალ სარკინიგზო ხაზზე მოქალაქეები უსაფრთხოების მიზნით, შესაბამისი ჯებირების და გადასასვლელი ნაგებობების განთავსებას ითხოვენ.
ყვებიან, რომ სარკინიგზო ხაზზე უსაფრთხოების ნორმების დაუცველობას რამდენიმე დღის წინ მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მოქალაქეები დახმარების თხოვნით შესაბამის უწყებებს მიმართავენ, შეგროვდა ხელმოწერებიც.