საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა შემოსავლებით დაიწყო სააკაშვილმა პრეზიდენტობა და როგორ მოხერხდა მილიარდების დაგროვება სახელმწიფო ქონების, სახელმწიფო ბანდიტიზმის ხარჯზე - ჯონდი ბაღათურია

15 აპრილი 2025, 11:05 322 ნახვა

„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე  „ქართული დასის“ ლიდერს, ჯონდი ბაღათურიას უსმენენ, რომელიც 2008–2012 წლებში საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.

როგორც ჯონდი ბაღათურიამ კომისიის სხდომაზე შესავალ სიტყვაში აღნიშნა, კომისიას დღეს წარუდგენს მასალებს, რომლებიც, ბაღათურიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ხელისუფლების სისტემურ დანაშაულს აჩვენებს.

„საქმე, რომელიც ამ კომისიამ უნდა გააკეთოს, ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მორალური, არამედ სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით. მასალები, რომლებიც დღეს წამოვიღე და მინდა, კომისიას წარვუდგინო, არ აჩვენებს მხოლოდ ერთი კონკრეტული დანაშაულის ან ერთი კორუმპირებული პრეზიდენტის ან მისი ოჯახის კორუმპირებულობას, რაც თავისთავადაც ცხადია, ისედაც სამარცხვინოა. მასალებში ჩანს ხელისუფლების ყველა შტოს ხრწნის უკანასკნელი სტადია, სისტემური დანაშაული – როცა დანაშაულში ჩართულია ყველა და ყველაფერი, რაც კი სახელმწიფოსთან არის გაიგივებული. ანუ დანაშაულებრივი სისტემა, რომელიც შექმნა პრეზიდენტმა თავის გუნდთან ერთად. ამაში ჩართულია სასამართლო სისტემა, შინაგან საქმეთა სამინისტრო. საჯარო რეესტრიც კი ჩართულია კორუფციასა და კორუფციის გადაფარვაში, ასევე დედა, მამა, სიდედრი, ცოლი, მედია. თან ეს ყველაფერი არის მტკიცებულებებით წარმოდგენილი.

ძალიან მნიშვნელოვანია, რა შემოსავლებით დაიწყო სააკაშვილმა პრეზიდენტობა, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რით დაიწყეს და როგორ მოხერხდა მისი პრეზიდენტობის ვადაში მილიარდების დაგროვება, ძირითადად სახელმწიფო ქონების ხარჯზე, თუმცა არა მხოლოდ სახელმწიფო ქონების ხარჯზე, არამედ, რიგითი ადამიანების ძარცვის, სახელმწიფო ბანდიტიზმის ხარჯზე. ადამიანებისგან პირდაპირ ხდებოდა მისი კერძო, პირადი ქონების ჩამოერთმევა და შემდეგ ამ ბანდიტიზმის გათეთრებაში, საინფორმაციო ომში მონაწილეობდნენ მაგალითად, მაშინდელი ტელეკომპანია „რუსთავი 2“, ცნობილი ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი. როგორ იყო ჩართული ცრუ ბრალდებების შექმნაში ადამიანების წინააღმდეგ“, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

მისივე თქმით, სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტი, მათ შორის საჯარო რეესტრი ჩართული იყო ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ოჯახის კორუმპირებული დანაშაულების დაფარვაში.

"პროკურატურაში დევს სამი ნორმატიული აქტი, ანუ პრეზიდენტის ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც გინდა დაიჯერეთ გინდ არა, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება გადადიოდა დედამისის საკუთრებაში. წარმოიდგინეთ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, რომ გამოსცეს ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც ახალგაზრდობის სასახლე გადავა მამამისის საკუთრებაში, რა ამბავი მოხდება ამაზე, როგორი რეაქცია იქნება, აი ასე პრეზიდენტის ბრძანებულებებით. მინდა გამოითხოვოთ მასალები პროკურატურიდან, იმიტომ რომ იქ ჩანს საჯარო რეესტრის ჩართულობა, იქ არის ერთ-ერთი დოკუმენტი, სადაც, არსებობდა ერთ-ერთი ძალიან კარგი კლასიკური მუსიკის რადიო შპს "მუზა". რომლის დამფუძნებლები არიან გიული ალასანია, სიდედრი, ქალბატონი რულოვსის დედა და მეუღლე, სანდრა რულოვსი. რომლებმაც მიიღეს ჯამში 1 100 000 საჩუქრად. ორ ტრანშად არის ჩამოსული ერთი 2010 და 2011 წლებში 500 000 და 600 000. ბიზნესიდან არის შემოწირულობა მიღებული. ეს კანონიერია, შემოწირულობის გაკეთება ბიზნესს შეძლო შპს "მუზას" აჩუქოს, უბრალოდ საქმე იმაშია, რომ პრეზიდენტი ვალდებული იყო ეს თანხა შეეტანა დეკლარაციაში, იმიტომ რომ შემოწირულობაში მონაწილეობდა მისი მეუღლე, რომელიც მის მისამართზე ცხოვრობს. ეს დეკლარაციაში არ იყო შეტანილი", - განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი