აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მეუფე დიმიტრის შეხვდა

15 აპრილი 2025, 12:56 371 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის შეხვდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

"მქონდა პატივი შევხვედროდი ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტს მეუფე დიმიტრის.

ქართული ეკლესია ყოველთვის იყო და იქნება მშვიდობის, ერთიანობისა და სტაბილურობის გარანტი ჩვენი ქვეყნისთვის. აღსანიშნავია, მეუფის ძალისხმევა რეგიონში ქრისტიანობის განმტკიცების საქმეში.

შეხვედრაზე ვისაუბრეთ საერთო ღირებულებებსა და ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე", - აღნიშნავს სულხან თამაზაშვილი

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი