„გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ პროგრამის ფარგლებში 150-ზე მეტ გადამზადებულ მასწავლებელს სერტიფიკატები და სახელმძღვანელოები გადაეცა. მოსწავლეებს მთავრობის წარმომადგენლები შეხვდნენ. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი პროგრამას დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებისთვის 2021 წლიდან ახორციელებს და ჯამში 7000-ზე მეტი პედაგოგია გადამზადებული.