პოლიციელმა, რომელსაც 29 ნოემბერს, აქციის მონაწილეებმა ბლაგვი საგანი ესროლეს, მხედველობა დაკარგა. ინფორმაცია ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაგვიდასტურეს.
არსებული ინფორმაციით, პოლიციელს რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა საქართველოსა და თურქეთში, თუმცა დაზიანების სიმძიმის გათვალისწინებით, მხედველობის შენარჩუნება ვერ მოხერხდა.