საქართველოს რკინიგზა 18 და 19 აპრილს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს

16 აპრილი 2025, 11:14 235 ნახვა

საქართველოს რკინიგზა 18 და 19 აპრილს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს. ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

მათივე თქმით, დამატებითი რეისების დანიშვნა აღდგომის დღესასწაულს უკავშირდება.

„აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა 18 და 19 აპრილს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს.

თბილისი-ბათუმი

გასვლა: 10:35

ჩასვლა: 16:10

 

ბათუმი-თბილისი

გასვლა: 18:30

ჩასვლა: 23:47

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის საშუალებით, სწრაფი გადახდის აპარატებით, საქართველოს რკინიგზის სალაროებში, საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით“, – წერს საქართველოს რკინიგზა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი