საკანონმდებლო ორგანომ პაატა სალიას ადგილმონაცვლედ იოსებ ჯორბენაძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ცნო

16 აპრილი 2025, 12:42 237 ნახვა

პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, 83 ხმით იოსებ ჯორბენაძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხს მხარი დაუჭირა.

როგორც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განაცხადა, იოსებ ჯორბენაძე პარლამენტის გამოკლებული წევრის პაატა სალიას ადგილმონაცვლეა.

პაატა სალიას, რომელიც იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა, პარლამენტის წევრის უფლებამოსილება 15 აპრილის პლენარულ სხდომაზე შეუწყდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი