ქობულეთში, პოპოვის ქუჩის 12-ნომერში მრავალბინიანი სოციალური სახლების მშენებლობა მიმდინარეობს. საცხოვრებელი ბინები ორი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი შენობებისგან შედგება.
მშენებლობას შპს "ფორუმ კონტრაქტს ლიმიტედის" საქართველოს ფილიალი ახორციელებს. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის. მოეწყობა მწვანე ზოლი, ბავშვთა გასართობი ზონა და გარე განათებები.
სოციალურ სახლში ბინებს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ადგილმონაცვლეობას დაქვემდებარებული ეკომიგრანტები მიიღებენ. პროექტის ღირებულება 23 მილიონი ლარია.