მართლმადიდებელი ეკლესია დღეს დიდ ხუთშაბათს აღნიშნავს

17 აპრილი 2025, 08:47 345 ნახვა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს დიდ ხუთშაბათს აღნიშნავს. დღევანდელ დღეს უკავშირდება ზიარების საიდუმლოს დაწესება.

სახარების მიხედვით, ამ დღეს უფალმა მოწაფეები პირველად აზიარა და ამით ევქარისტიის საიდუმლო დააწესა. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, ტაძრებში დიდი ხუთშაბათის მსახურება ტარდება. ლიტურგიის შემდეგ კი, ფეხთბანვის რიტუალი შესრულდება. ეს ტრადიცია სახარებისეული ეპიზოდის სიმბოლური გამეორებაა, როდესაც ქრისტემ თავის მოწაფეებს, თავმდაბლობის ნიშნად, ფეხი დაბანა.

დიდი ხუთშაბათის კიდევ ერთი მსახურება 12 სახარების წაკითხვაა. სახარებიდან მაცხოვრის შეპყრობას, წამებასა და ჯვარცმის ეპიზოდებს წაიკითხავენ. მრევლი ღვთისმსახურებას ანთებული სანთლებით ესწრება, რომელიც შემდეგ სახლში მიაქვთ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი