პოლიციამ აჭარაში პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტებზე 3 პირი დააკავა

17 აპრილი 2025, 11:26 314 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტებზე მოსამართლის განჩინების საფუძველზე 3 პირი - ჩინეთის მოქალაქე 1987 წელს დაბადებულ ი.ფ. და ტაილანდის მოქალაქეები: 1972 წელს დაბადებული პ.პ და 1983 წელს დაბადებული ა.დ. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს სისტემატურად ხელს უწყობდნენ. კერძოდ, მათ ბათუმში მდებარე მასაჟის სალონებში ფართებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ გადასცემდნენ.

"გამოძიებით, ასევე, დგინდება, რომ დაკავებულები პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს კლიენტების მოძიებაშიც ეხმარებოდნენ, სანაცვლოდ კი პროსტიტუციაში ჩაბმული ქალები ბრალდებულებს სექსუალური მომსახურების გაწევის შედეგად მიღებული ანაზღაურებიდან გარკვეულ თანხას უხდიდნენ.

პოლიციამ კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამი პირი ბრალდებულის სახით ბათუმში დააკავა"- განმარტავენ შსს-ში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 254 - ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი