სკოლებში ჰუმანიტარული მიმართულების გაძლიერების მიზნით, ლიტერატურისგან დამოუკიდებლად, ქართული ენის სტანდარტი ცალკე დამტკიცდება. საქართველოს განათლების, სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილება ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ქართული ენის ცოდნის გაღრმავებას. ზოგადი განათლების ახალი ხედვის წარდგენისას მინისტრმა ასევე განაცხადა რომ დამტკიცდება ჩინურის, როგორც მეორე ენის სტანდარტი და დაიწყება ჩინური ენის შემსწავლელი საგანმანათლებლო რესურსების განვითარება.