საქართველოს რკინიგზა 18 და 19 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს

17 აპრილი 2025, 12:19 212 ნახვა

საქართველოს რკინიგზა 18 და 19 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს რკინიგზა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მათივე თქმით, დამატებითი რეისების დანიშვნა აღდგომის დღესასწაულს უკავშირდება.

„აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა 18 და 19 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს.

თბილისი-ფოთი

გასვლა: 11:05

ჩასვლა: 17:17

 

ფოთი-თბილისი

გასვლა: 18:50

ჩასვლა: 00:56

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის საშუალებით, სწრაფი გადახდის აპარატებით, საქართველოს რკინიგზის სალაროებში, საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით“, – წერს საქართველოს რკინიგზა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი