მინი სტადიონების რეაბილიტაცია

17 აპრილი 2025, 14:38 381 ნახვა

ქედაში სოფელ აქუცის, ხარაულისა და 9 აპრილის ქუჩაზე მინი სპორტული მოედნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში, არსებული დაზიანებული სტადიონის ნაცვლად, სამ ლოკაციაზე თანამედროვე ტიპის მოედნები უნდა მოეწყოს.

ასევე, მოეწყობა  საკალათბურთო და საფეხბურთო სივრცეები, განათებები, დაიგება ხელოვნური საფარი.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს. სტადიონების რეაბილიტაციისთვის ჯამში 600 000 ლარია გათვალისწინებული.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი