აფგან სადიგოვი თავისუფალია-პრესკონფერენცია

17 აპრილი 2025, 14:40 214 ნახვა

აფგან სადიგოვის გათავისუფლებასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა". ცენტრის ხელმძღვანელის, თამთა მიქელაძის განცხადებით  სადიგოვის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი „ქართული ოცნებაა".  აფგან სადიგოვის უფლებებს სწორედ „სოციალური სამართლიანობის ცენტრი" იცავს.
ახლად გათავისუფლებულმა აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, აფგან სადიგოვმა მადლობა გადაუხადა ქართველ ჟურნალისტებს მხარდაჭერისა და საკითხის აქტიურად გაშუქებისთვის. ასევე, მადლობა უთხრა თავის უფლებადამცველებს და აზერბაიჯანელ ჟურნალისტებს. აფგან სადიგოვი ჟურნალისტი 9-თვიანი საემიგრაციო პატიმრობის შემდეგ გუშინ, 16 აპრილს გაათავისუფლეს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი