კინოსა და თეატრის მსახიობებმა კულტურის სამინისტროსთან, დავით დოიაშვილის მხარდასაჭერი საპროტესტო აქცია გამართეს, მათი განცხადებით მიზეზი რის გამოც ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს არის აბსურდული და მიუხედავად აღნიშნული გადაწყვეტილებისა სამსახიობო დასისთვის დავით დოიაშვილი ისევ რჩება სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე, საპროტესტო აქციის მონაწილეებს ჰქონდათ ასევე მოთხოვნა რომ შესულიყვნენ კულტურის სამინისტროში და შეხვედროდნენ თინათინ რუხაძეს, თუმცა აღნიშნული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. საპროტესტო აქცია სამინისტროსთან ამ დროისთვის დასრულებულია.