უმაღლესი საბჭოს მორიგ პლენარულ სხდომაზე, კანონმდებლებმა ასევე მოისმინეს , უმაღლესი საბჭოს ორი დარგობრივი კომიტეტის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში. მოხსენებები ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა და საფინანსო- საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტების თავმჯდომარეებმა ცოტნე ანანიძემ და მარინე გვიანიძემ წარადგინეს.
საფინანსო- საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტების ძირითად პრიორიტეტებად განისაზღვრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი, კვარტალური ანგარიშების მოსმენა, აუდიტის სამსახურების დასკვნების განხილვა, ხოლო რაც შეეხება ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის მომხსენებელმა ძირითად მიმართულებებად რეგიონში შეზღუდული შესაძლებლობების მქონდე ადამიანთა პირობები და ადრეული ქორწინების საკითხი დაასახელა.