აფგან სადიგოვის გათავისუფლებასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა". ცენტრის ხელმძღვანელის, თამთა მიქელაძის განცხადებით სადიგოვის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი „ქართული ოცნებაა". აფგან სადიგოვის უფლებებს სწორედ „სოციალური სამართლიანობის ცენტრი" იცავს.