უფასო მუნიციპალური სასადილოების ბენეფიციარებს სააღდგომო ნობათი გადაეცათ

17 აპრილი 2025, 18:09 302 ნახვა

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, უფასო მუნიციპალური სასადილოების ბენეფიციარებს სააღდგომო ნობათი გადაეცათ. სააღდგომო საჩუქარს ექვსივე მუნიციპალური სასადილოს ყველა ბენეფიციარი მიიღებს.
პროცესის მონიტორინგის მიზნით ადგილზე იმყოფებოდა ბათუმის მერის მოადგილე ლელა სურმანიძე. ასევე აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 20 და 21 აპრილს ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი