საქართველოს რკინიგზა 21 და 22 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის და თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს

18 აპრილი 2025, 17:58 359 ნახვა

საქართველოს რკინიგზა 21 და 22 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის და თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

მათივე თქმით, დამატებითი რეისების დანიშვნა აღდგომის დღესასწაულს უკავშირდება.

„აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზა 21 და 22 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის და თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს.

თბილისი-ფოთი

გასვლა: 11:05

ჩასვლა: 17:17

ფოთი – თბილისი

გასვლა: 18:50

ჩასვლა: 00:56

თბილისი – ბათუმი

გასვლა: 10:35

ჩასვლა: 16:10

ბათუმი – თბილისი

გასვლა: 18:30

ჩასვლა: 23:47

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის საშუალებით, სწრაფი გადახდის აპარატებით, საქართველოს რკინიგზის სალაროებში, საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით“, - წერს საქართველოს რკინიგზა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი