წითელი პარასკევი იერუსალიმში

18 აპრილი 2025, 17:55 347 ნახვა

600-მეტრიანი გზა 14 გაჩერებით, მორწმუნეებმა იერუსალიმში სიმბოლურად ის გზა გაიარეს, რომელიც გოლგოთას მთამდე სახარების მიხედვით მაცხოვარმა განვლო. სწორედ 14-ჯერ შეისვენა იესო ქრისტემ ამ გზაზე, პირველად კი პილატეს სასახლესთან. წითელი პარასკევის სიმძიმე განსაკუთრებით იგრძნობა წმინდა მიწაზე. იქ სადაც მაცხოვარი ჯერ ეწამა შემდეგ კი ჯვარზე გააკრეს.
მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მორწმუნეები ვია დოლოროსას გზას გადიან, ტკივილიან გზას რომელიც მაცხოვარმა მძიმე ჯვრით ჯვარცმამდე გაიარა. გოლგოთასკენ მიმავალ გზაზე ათასობით მორწმუნეს შორის ისმის ქართული ლოცვა საგალობლები. ქართველმა პილიგრიმებმა ვია დოლოროსა საქართველოს დროშებით ლოცვით და გალობით გაიარეს .
იერუსალიმში იმყოფება სპეციალური ჯგუფი საპატრიარქოდან, ხვალ წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის შემდეგ წმინდა ცეცხლს საქართველოში ჩამოაბრძანებს.
შეგახსენებთ, წითელ პარასკევს ტაძრებში გლოვის ნიშნად წირვა ლოცვა არ აღევლინება. მხოლოდ მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნა არის ერთადერთი მსახურება, რომელიც ტაძარში აღევლინება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი