„ვია დოლოროსა“ - გზა გოლგოთისკენ

18 აპრილი 2025, 19:55 356 ნახვა

600-მეტრიანი გზა 14 გაჩერებით მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ვია დოლოროსას გზა ასობით მომლოცველმა გაიარა. ლომების კარიბჭიდან დაწყებული მწუხარებისა და ვნების 600 მეტრიანი გზა პილატეს სასახლიდან იწყება, ბოლო გაჩერება კი კუვუკლიაა, ადგილი რომელიც ასობით პილიგრიმმა მოილოცა დღეს.
ამ დღეს მორწმუნეები განსაკუთრებით ცდილობენ რომ მოხვდნენ წმინდა მიწაზე. ხვალ უკვე მომლოცველები წმინდა ცეცხლის გარდამოსვლას დაელოდებიან. წმინდა ცეცხლის გარდამოსვლასთან მოლოდინის გამო უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია ძველი ქალაქის მთელ ტერიტორიაზე.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი