მართლმადიდებელი სამყარო მაცხოვრის საფლავზე ცეცხლის გარდამოსვლის მოლოდინშია

19 აპრილი 2025, 10:29 328 ნახვა

მართლმადიდებელი სამყარო დღეს, იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის მოლოდინშია.

იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი, თეოფილე მესამე აღდგომის ტაძარში, უფლის საფლავზე თბილისის დროით, დაახლოებით, 14.00 საათზე შევა და საფლავი დაიხურება.

მანამდე, პატრიარქს, სხვადასხვა კონფესიის სასულიერო პირები და ებრაული პოლიციის წარმომადგენლები გაჩხრეკენ.

მორწმუნეები, უფლის მოწყალების ნიშნად, ზეციური ცეცხლის გარდამოსვლას, ყოველწლიურად, განსაკუთრებული ინტერესით ელოდებიან. 

ქრისტიანული სწავლების თანახმად, ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა. გადმოცემით, სააღდგომო ლიტანიობაზე კანდელში ზეთი შემოაკლდათ და პატრიარქმა ნარცისმა კურთხევა გასცა, მათში სილოამის ემბაზის წყალი ჩაესხათ. როდესაც პატრიარქის კურთხევა შეასრულეს, ზეციდან ცეცხლი გადმოვიდა და კანდელები აანთო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი