20-21 აპრილს, მგზავრებისთვის ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება უფასო იქნება.
ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
"აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 20 და 21 აპრილს ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება", - წერია უწყების განცხადებაში.