საქართველოს რკინიგზა, 21 და 22 აპრილს, თბილისი-ფოთი-თბილისის და თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს რკინიგზა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
დამატებითი რეისების დანიშვნა აღდგომის დღესასწაულს უკავშირდება. ამავე დღეებში ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.