მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გარდამოვიდა

19 აპრილი 2025, 12:37 332 ნახვა

იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გარდამოვიდა. ცეცხლი, ტრადიციისამებრ, ქრისტეს საფლავზე მდებარე კუვუკლიადან ​იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა. 

ზეციური ცეცხლი საფლავზე, თბილისის დროით 15:36 საათზე გადმოვიდა.

აღდგომის ტაძარში, ქრისტეს საფლავზე აღმართულ სამლოცველოში თეოფილე III-ს შესვლის შემდეგ, საფლავი დაიხურა.

წმინდა ცეცხლს ჭეშმარიტების ნათელს უწოდებენ, რომელიც, სიმბოლურად, იესო ქრისტეს აღდგომას განასახიერებს.

აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავიდნენ. მათ შორის, არიან მორწმუნეები საქართველოდანაც.

წმინდა ცეცხლს საქართველოში 23:40 საათზე ჩამოაბრძანებენ და ტაძრებში, სააღდგომო ლიტურგიაზე გავრცელდება.

წმინდა ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში, პირველად, III საუკუნეში გარდამოვიდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი