წინასწარი მონაცემებით, ელექტროგადამცემ ხაზ „კავკასიონის“ დაზიანების მიზეზი ხანძრის კერა გახდა - „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“

19 აპრილი 2025, 19:55 362 ნახვა

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, ელექტროგადამცემ ხაზ „კავკასიონის“ დაზიანების მიზეზი ხანძრის კერა გახდა.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში, აბონენტების  90%-ს შეუწყდა ელექტროენერგია.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მყისიერი რეაგირების შედეგად, უმოკლეს ვადაში მოხერხდა ელექტროენერგიის სრულად აღდგენა.

„19 აპრილს 11:08 საათზე ავარიულად გამოირთო 500 კვ. ელექტროგადამცემი ხაზი „კავკასიონი“. წინასწარი მონაცემებით, ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანების მიზეზი გახდა ხანძრის კერა.

 

ელექტროგადამცემი ხაზის გათიშვის შედეგად, ელექტროსისტემაში მოხდა ელექტრული პარამეტრების დარღვევა, გამოირთო „ენგურჰესი“ და სხვა დიდი და მცირე ელექტროსადგურები.

 

გენერაციის ობიექტების გამორთვის შედეგად 11:15 საათზე საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში მომხმარებლის დაახლოებით 90%-ს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება.

 

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მხრიდან მოხდა მყისიერი რეაგირება, უმოკლეს დროში, 35 წუთში მოხერხდა ელექტროენერგეტიკული სისტემის გამანაწილებელ კომპანიებზე ელექტროენერგიის სრულად მიწოდება“, – ნათქვამია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი