ბათუმის თოჯინების თეატრის გასტროლი ბულგარეთში

20 აპრილი 2025, 11:56 377 ნახვა

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი ბულგარეთში საერთაშორისო გასტროლზე გაემგზავრა. თეატრი ქალაქ იამბოლში რეჟისორ ირაკლი კიკვიძის პირველ თოჯინურ სპეკტაკლს წარადგენს სახელწოდებით " ელისი საოცრებათა ქვეყანაში ". ფესტივალისთვის ეს 24 - ე სეზონია და ოფიციალურად 22 აპრილს გაიხსნება. მასში ბულგარეთის სხვადასხვა ქალაქის თეატრები მიიღებენ მონაწილეობას. ასევე ფესტივალში თურქეთიდან " თეატრი ტემპო" იქნება წარმოდგენილი. საქართველოდან კი მხოლოდ ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრი. ფესტივალი საკონკურსოა და გამარჯვებულებს  26 აპრილს დააჯილდოებენ.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი