ავარია ბათუმში - ავტოსაგზაო შემთხვევა რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა - არიან დაშავებულები. ადგილზე, სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა კლინიკებში გადაიყვანეს. შსს-ს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.