ფიცი გმირთა მოედანზე და აღდგომა ქაშვეთთან

20 აპრილი 2025, 12:16 259 ნახვა

აღდგომა რუსთაველზე - მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგლებში პროტესტის მონაწილეები, დაკავებულთა მშობლები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს სანთლებითა და დროშებით ხელში, ქაშვეთის ტაძართან შეხვდნენ.
აქციაზე მივიდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც. მანამდე პროტესტის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს. ფიცის ტექსტი აქციების დროს დაკავებული ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ წაიკითხა. როგორც განაცხადა, ის, რომ ტექსტი მას წაეკითხა, თავად მისი შვილის სურვილი იყო. გასული წლის 19 აპრილს სტუდენტებმა ასევე დადეს გმირთა მემორიალთან ფიცი, რომელიც მაშინ ზვიად ცეცხლაძემ წაიკითხა.

ნატა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი