მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს

21 აპრილი 2025, 10:02 274 ნახვა

ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს. ამ დღეს მორწმუნეები მიცვალებულთა საფლავებზე გადიან.

ტრადიციის მიხედვით, მორწმუნეებს საფლავებზე პასქა და წითელი კვერცხები მიაქვთ, რაც აღდგომის დღესასწაულის სიმბოლოა.

აღდგომის შემდეგი კვირა მსგეფსია და მორწმუნეებს ყველანაირი პროდუქტის მიღება შეუძლიათ.

ამასთან, ბათუმის მერიის განცხადებით, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 20 და 21 აპრილს ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.

 

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი