გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში კაცი მოკლეს. ადგილობრივების თქმით, მკვლელობა გვიან ღამით მოხდა, მოკლულია 31 წლის დიმიტრი ჯავახიშვილი.
ადგილობრივების ინფორმაციით, მომხდარი სავარაუდოდ, შურისძიებას და მხარეებს შორის წარსულში არსებულ კონფლიქტს უკავშირდება.
შემთხვევა სოფლის ცენტრში ღამით მოხდა, ახალგაზრდა კაცს რამდენჯერმე ესროლეს, დამნაშავე მიიმალა.
სროლის დროს დაიჭრა ადგილზე მყოფი ახალგაზრდა მამაკაციც, ექიმის თქმით, მას ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო დახმარება და საავადმყოფო დატოვა. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.