რომის პაპი ფრანცისკე გარდაიცვალა

21 აპრილი 2025, 12:09 246 ნახვა

რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ვატიკანი ავრცელებს.

კარდინალი ხორხე მარიო ბერგოლიო კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლად აირჩიეს 2013 წლის მარტში, მას შემდეგ, რაც პაპი ბენედიქტ XVI გადადგა. ის გახდა პირველი ლათინოამერიკელი პაპი და ერთ-ერთი უხუცესი ეკლესიის ისტორიაში.

რომის პაპი ფრანცისკე მძიმე პნევმონიით რომის ჯემელის საავადმყოფოში 14 თებერვალს შეიყვანეს. მისი მდგომარეობა რამდენჯერმე დამძიმდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი