აგვისტოს ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას პატივი მიაგეს

21 აპრილი 2025, 14:15 234 ნახვა

2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას პატივი მიაგო საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა.

მინისტრი გმირების ოჯახის წევრებს გაესაუბრა, მათ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და მხარდაჭერა კიდევ ერთხელ აღუთქვა.

ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი მისი მოადგილეები და გმირების თანამებრძოლები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი