საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე

21 აპრილი 2025, 14:09 204 ნახვა

"მათი შიში ჩვენი ძალა" - რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.  შეკრებილებმა, გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს.  აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებაც იყო, რაც გზის გადაკეტვას მოჰყვა. 

ადგილიდან პოლიციამ რამდენიმე პირი გაიყვანა, თუმცა მოხდა თუ არა მათი დაკავება, ამ დროისთვის, უცნობია.

მანამდე, საპოლიციო ძალებმა აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებისკენ მოუწოდეს, თუმცა მოქალაქეები ამ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ. აქციის მონაწილეები გუშინ საღამოს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ორი ახალგაზრდის დაკავებას აპროტესტებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი