უმაღლეს სასწავლებლებში ქართული ენის სავალდებულო სწავლება ბრუნდება

22 აპრილი 2025, 11:18 272 ნახვა

უმაღლეს სასწავლებლებში ქართული ენის სავალდებულო სწავლება ბრუნდება. საკითხზე დღეს კომიტეტების  სხდომაზე იმსჯელებენ და მას კომიტეტის წევრებს გივი მიქანაძე გააცნობს. საკანონმდებლო ინიციატივა ენათმეცნიერებს - გიორგი გოგოლაშვილსა და ნანა მაჭავარიანს ეკუთვნით.

ინიციატივას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მხარდაჭერა უკვე აქვს. ქართული ენის სწავლება უნივერსიტეტებში 2005 წელს შეწყდა; ქართული ენა როგორც საუნივერსიტეტო საგანი გაუქმდა.

უმაღლეს სასწავლებლებში მშობლიური ენის სწავლების აუცილებლობა მხოლოდ ფილოლოგიის ფაკულტეტზეა, სხვებზე კი ის არჩევითი  საგანია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი