რუსულმა ძალებმა ღამის განმავლობაში უკრაინის რამდენიმე ქალაქზე თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატებით განახორციელეს - უცხოური მედია

23 აპრილი 2025, 10:21 138 ნახვა

გასული ღამის განმავლობაში რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის რამდენიმე ქალაქზე თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატებით განახორციელეს. შედეგად, დაშავდა რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე და დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ მარგანეცში ავტობუსს დაარტყეს, დაღუპულია 9 ადამიანი.

უპილოტო საფრენი აპარატების ერთ-ერთი სამიზნე ოდესის რეგიონი გახდა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია ორი ადამიანი.

სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა განხორციელდა პოლტავაშიც. შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ასევე დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, საწარმოები, საწყობები და ავტოფარეხები.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი