22 წლის ნიკა თუთაშვილის მკვლელობისთვის ბრალდებული ლევან სირაბიძე დაკავებულია

23 აპრილი 2025, 13:58 1104 ნახვა

ბათუმში, 22 წლის ნიკა თუთაშვილის მკვლელობის საქმეზე ინტერპოლით ძებნილი ლევან სირაბიძე დაკავებულია. ინფორმაციას თუთაშვილის დედა ავრცელებს.

ირინა ავაკოვას თქმით, ლევან სირაბიძე რამდენიმე კვირის წინ რუსეთში დააკავეს.

ჩვენ დავუკავშირდით საქმის პროკურორს. საქართველოს პროკურატურამ, ცოტა ხნის წინ, ინფორმაცია აჭარის მაუწყებელს დაუდასტურა.

ლევან სირაბიძე 2023 წლის 26 ოქტომბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, კოტე ჭილაიამ მკვლელობის საქმეზე გაამართლა, თუმცა იგი დამნაშავედ ცნო სააპელაციო და უზენაესმა სასამართლოებმა. 

 

 

 

ფოტო: არქივი

 
 
თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი