ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრი ბულგარეთის თეატრალურ ფესტივალზე

24 აპრილი 2025, 10:19 122 ნახვა

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი ბულგარეთში იმყოფება.

დასი მიხეილ ლაკატნიკის სახელობის  ფესტივალში მონაწილეობს. ფესტივალში ბულგარეთის სხვადასხვა ქალაქის თოჯინების თეატრები მონაწილეობენ, ასევე  თურქეთიდან - ,,თეატრი ტემპო’’ და საქართველოდან მხოლოდ ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი.

ბათუმელმა მსახიობებმა უკვე წარადგინეს სპექტაკლი „ელისი საოცრებათა ქვეყანაში“.

ფესტივალი 26 აპრილს, დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი